Jun 5, 2022
გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
1-დან 5 ივნისის, ჩათვლით ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა საბავშვო და ახალგაზრდულ თეატრის მეორე საერთაშორისო ფესტივალს.
ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელმა იხილა როგორც საქართველოს (თბილისი, ფოთი, მარნეული, ჩხოროწყუ, სამტრედია, ლაგოდეხი და ჩაქვი), ასევე იტალიის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლები..
წარმოდგენები გაიმართა მოზარდ მაყურებელთა თეატრის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თოჯინების სახელმწიფო თეატრის სივრცეებში, ასევე ღია ცის ქვეშ ეროვნული სასახლის წინ (ქუჩის წარმოდგენები).
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლები, რეჟისორებისა და მსახიობთა ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
გრან-პრი გადაეცა სპექტაკლს - ,,საქართველო“
რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი
თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი
ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ანსამბლმა ,,ლაშქარი” მასტერკლასი გაუმართა.
საზეიმო დახურვის ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვნდენ .
გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები
პროექტის გაიმართა #UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის პატრონაჟით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით.
ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ეროვნული სასახლის ყოფილი დირექტორი თანამშრომლებს დაემშვიდობა
2024 წლის ახალგაზრდული ფორუმი
ტიგრან პეტროსიანის XVII მემორიალი