სასწავლო-საგანმანათლებლო სამეცნიერო ზაფხულის სკოლა
სასწავლო-საგანმანათლებლო სამეცნიერო ზაფხულის სკოლა
Jun 17, 2022
23-დან 26 ივნისამდე, 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის გთავაზობთ მრავალფეროვან საზაფხულო სკოლას ეროვნულ სასახლეში!
ზაფხულის სკოლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების ფუნდამენტური დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება (საბუნებისმეტყველო, სოციალურ მეცნიერებებში, აგრეთვე, მათემატიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში), მათი მოტივირება მეცნიერული საკითხების სიღრმისეული შესწავლისა და კვლევა-ძიებით საქმიანობაში ჩართვა.
საზაფხულო სკოლა არაფორმალურ გარემოში, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის პრაქტიკული, ექსპერიმენტული, საკვლევაძიებო მუშაობის თანამედროვე ტენდენციების გაცნობას და პრაქტიკაში მათი გამოყენების ჩვენებას, მათთვის საინტერესო თემების შედარებით ღრმად და საფუძვლიანად განხილვას, ხელს შეუწყობს მეცნიერების დარგების მიმართ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა-ძიების უნარების გამომუშავებას.
ზაფხულის სკოლაში გამოყენებული მეთოდები: ზაფხულის სკოლის ფარგლებში ჩატარდება პრეზენტაციები, ვიქტორინები, ექსპერიმენტები, ვორქ-შოფები, დამუშავდება კვლევითი ინოვაციური პროექტები, მოეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები. მუშაობა ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით, წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკოლოგია, ისტორია, გარემოს დაცვა, სამართალი, ტურიზმი, გეოგრაფია, ფინანსური განათლება.
სკოლა ძირითადად პრაქტიკულ სწავლებაზე იქნება დაფუძნებული. იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის, პროექტებზე მუშაობისა და განვრცობის უნარების განვითარებას.
განრიგი
თარიღები 23 – 24 – 25 – 26 ივნისი
I დღე - 23 ივნისი
11:00 სთ - ზაფხულის სკოლის გახსნა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სკოლის სამუშაო აქტივობების განხილვა
12:00 სთ - მოკლე ისტორია ეროვნული სასახლის შესახებ
12:30 სთ - ბავშვები აკეთებენ წრეების პრეზენტაციას
(პროგრამირება, საოლიმპიადო, აფლატინი, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია, სამართალი, ტურიზმი)
14:00 სთ - ლანჩი
15:00 სთ - სამეცნიერო კუთხის წარმატებული ბენეფიციარების პრეზენტაცია თემაზე: ეკოლოგია და თანამედროვეობა.
16:00 სთ – ბიზნეს გეგმების იდეები და დამუშავება (ს. მუთიძე)
17:00 სთ - დღის შეფასება.
II დღე - 24 ივნისი
11:00 სთ - შეხვედრა სასახლეში, სამუშაო დღის გაცნობა
11:30 სთ- ბიზნეს გეგმების პრეზენტაცია
13:00 სთ - შეხვედრა გიორგი ჯავახიშვილთან
14:00 სთ - ლანჩი
15:00 სთ - ინტელექტუალური თამაში (ორივე მიმართულებისთვის)
16:00–17:00 სთ - ექსპერიმენტები ქიმიაში - პროექტი ბავშვები ბავშვებისთვის ფარგლებში
17:00 სთ - დღის შეფასება.
III დღე - 25 ივნისი
11:00 სთ - შეხვედრა სასახლეში, სამუშაო დღის გაცნობა
12:00-13:00 სთ - “ფიზიკა და სამყარო“ (მომხსენებელი თ. ცხვედიანი)
13:00 სთ - ლექცია თემაზე „ჩემი უფლებები“ (სამართლის მენტორი ლ. ბიბინეიშვილი)
14:00 სთ - ლანჩი
15:00 სთ - პროგრამა ,,სკრეჩიში თამაშების მომზადება; (ქ.გუჯეჯიანი)
17:00 სთ - დღის შეფასება.
IV დღე - 26 ივნისის
11:00 სთ - შეხვედრა სასახლეში. სამუშაო დღის გაცნობა
11:30 სთ - ლექცია თემაზე „ქართველი მეფეები და დღევანდელობა“ (ს.ცერცვაძე)
12:30 სთ - ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრი. გასვლა სასახლიდან
14:00 სთ - ლანჩი
15:00 სთ - იმიტირებული თამაში (მათემატიკა)
17:00 სთ - გაზაფხულის სკოლის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება.