რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
(დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში)
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
• სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
• მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
• შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ატვირთული დოკუმენტაცია უნდა იყოს კარგი გარჩევადობის, წინააღმდეგ შემთხვევაში დახარვეზდება!
შეგახსენებთ, რომ საშეღავათო პირობებით სარგებლობენ 18 წლამდე მოზარდები და თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან:
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს; მრავალშვილიანი ოჯახის შვილები; შშმ პირები; ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები (გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).
ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 11:00-18:00 საათამდე: (+995 32) 298 40 44;
(+995 32) 299 80 88;
(+995) 599 899 755;