20 -21 იანვარს, საჭადრაკო სკოლაში ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალ „ვახტანგიანას“ ფარგლებში ჩატარდა ორი ღონისძიება: კონკურსი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში - „დავით გურგენიძე - 70“ და კლუბ „ნტნ“ - ის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 64 ბავშვმა. ადგილები ასე განაწილდა:
8 წლამდე ასაკი:
1.მარიამ რეხვიაშვილი (24 ქულა) მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი;
2.დანიელ ლორია (20 ქულა) მწვრთ. დავით გურგენიძე;
3.თემო ლომთაძე (16 ქულა) მწვრთ. გიორგი მაჭარაშვილი.
12 წლამდე ასაკი:
1.იოანა ჯოჯუა (19 ქულა) მწვრთ. ი. კვირიაშვილი;
2.ანდრია ენუქიძე (18 ქულა) ი. კვირიაშვილი;
3.დემეტრე ძირკვაძე (17 ქულა) ი. კვირიაშვილი.
18 წლამდე ასაკი:
1.გიორგი სანიკიძე (28 ქულა) გიორგი ბაგატუროვი;
2.ნინო ხუნდაძე (26 ქულა) დ. გურგენიძე;
3. კესარია ლეშკაშელი (21 ქულა) გ. მაჭარაშვილი.
გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური ჯილოდები და სიგელები.
21 იანვარს, კლუბ „ნტნ“ - ის 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მოჭადრაკე ქალები, რომლებიც „ნტნ“ - ის სახელით მონაწილეობდნენ საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში და წარმატებით იასპარეზეს:
2002წ. – III ადგილი, ანტალია, თურქეთი;
2003 წ. – I – II ადგილები გაიყვეს, კრეტა, საბერძნეთი;
2004 წ. – I ადგილი, ჩეშმე, თურქეთი;
2005 წ. –I ადგილი, სენტ - ვინსეტი, იტალია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვ. ქარსელაძის რძალი და შვილიშვილი - რუსუდან და თამარ ქარსელაძეები; „ნტნ“ - ის გუნდის წევრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, თამარ წერეთელი და სოფიო გვეტაძე.