მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის, ასევე, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს სასწავლო-კვლევით კონფერენციას (ყოფილი სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია).
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია 12-18 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას.
კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების, მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა, მიღებული ცოდნის გამყარების, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება, ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად, სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება, შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.