თბილისის, გოგი თოდაძის სახელობის, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის, გოგი თოდაძის სახელობის, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი
საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი პირველი საფესტივალო გამოშვება 2018 წლის 1-5 ნოემბერს ჩატარდა.
2022 წელს ფესტივალს გოგი თოდაძის სახელი მიენიჭა.
პროექტის მიზანია:
• სათეატრო ხელოვნების (საშემსრულებლო ხელოვნება, დრამატურგია და ა.შ.), როგორც საგანმანათლებლო და სახელოვნებო ინსტრუმენტის განვითარების ხელშეწყობა;
• ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა მოზარდი თაობის განვითარებისათვის;
• ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების, დრამატურგების, რეჟისორების, ბლოგერების წარმოჩენა;
• საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების, მათ შორის საუნივერსიტეტო, სტუდენტური თეატრების საერთაშორისო თანამშრომლობისა და შემდგომ განვითარების ხელშეწყობა.
2022 წლის, ფესტივალი ეროვნული სასახლისა და კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიუროს მიერ, 1-6 ივნისს გაიმართება.
იგი წარმოაჩენს საბავშვო და ახალგაზრდულ თეატრალურ კოლექტივებს 5 ქვეყნიდან, გააცნობს აუდიტორიას თხრობის ახალ ხერხებს და ლექციების საშუალებით ქართველ ახალგაზრდებს გაუღრმავებს ცოდნას საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ.