თბილისის საერთაშორისო კონფერენცია “არაფორმალური განათლების გამოწვევები”
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია “არაფორმალური განათლების გამოწვევები”
საერთაშორისო კონფერენცია „არაფორმალური განათლების გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოსა და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია, დარგში არსებული გამოწვევების შესაბამისად, მონაწილე ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, მუდმივი კონტაქტის უზრუნველყოფა ცენტრალურ ხელისუფლებასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
კონფერენცია 2017 წელს დაარსდა, მოწვეულ ექსპერტებსა და სპიკერებს შორის იყვნენ:
• პოლ რივი - ბრიტანული ორგანიზაციის „Into Film” აღმასრულებელი დირექტორი
• ელჩი კარლ-ერიკ ნორმანი - შვედი დიპლომატი, ევროპის კულტურის პარლამენტის გენერალური მდივანი
• დორის პაკი - ევროპის პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე
• ლევან ხეთაგური - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი.
• მიგელ ანხელ მარტინ რამოსი - ბრიუსელში იუსტეს ფონდის ევროპული და იბერო-ამერიკული აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროპულ საქმეთა ხელმძღვანელი.
• კაროლინ ჯილი - გერმანიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის (Institut für Auslandsbeziehungen) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
• დოქტორი იური მღებრიშვილი – ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
• დოქტორი გაბრიელე ზაიდიტე - ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ვილნიუსის კოლეჯის კულტურის მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორი, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის მრჩეველი
• ლუკა ტესაურო – ჯიფონის ინოვაციების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი • რულანდ მონაში - Stichting Aflatoun International-ის აღმასრულებელი დირექტორი