ეროვნულ სასახლეში უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი საზაფხულო სკოლები იხსნება!
საზაფხულო სკოლები გათვლილია, როგორც სასახლის აღსაზრდელებისთვის, ასევე სხვადასხვა ინტერესის მქონე მოზარდებისათვის.
თბილისის ამერიკული საზაფხულო სკოლა
25 ივნისი – 4 ივლისი
„Future Change-makers Summer School – 2021“ არის მრავალფუნქციური საზაფხულო სკოლის პროგრამა, რომელშიც ჩაერთვებიან აფხაზეთიდან დევნილი უფროსკლასელები.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, NATO, European Union, UN, STEM და სხვა.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს მოზარდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას.
თბილისის ახალგაზრდული კლუბის საზაფხულო სკოლა
1 – 30 ივლისი
ეროვნულ სასახლეში, თბილისის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის იქმნება საზაფხულო სკოლა.
სკოლის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას: დებატებსა და საჯარო დისკუსიებს, სამოქალაქო განათლებას, ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერებას.
„თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ საგანმანათლებლო მიმართულებას უხელმძღვანელებს სოფიო ბაჩილავა.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლა
1 – 3 ივლისი
ეროვნულ სასახლეში, სამეცნიერო კუთხის მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა იქმნება.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებისადმი ინტერესის გაზრდა. მოზარდები გაეცნობიან უახლეს მიღწევებს საბუნებისმეტყევლო მეცნიერებებში, მოისმენენ ლექცია-სემინარებს, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ჩაატარებენ ცდებს და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
საზაფხულო თეატრალური სკოლა
5 – 16 ივლისი
ეროვნული სასახლის საზაფხულო თეატრალური სკოლა მოზარდებს იწვევს სამოყვარულო სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად.
სკოლა ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების ბაზაზე შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ნიკოლოზ წულუკიძეა.
ორი კვირის განმავლობაში მოზარდები დაესწრებიან სხვადასხვა მასტერკლასებს, გაეცნობიან მეტყველების კულტურას, სამსახიობო ოსტატობას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, მათ როლს და გამოყენებას სამსახიობო პროფესიაში, გააცოცხლებენ ზღაპრის გმირებს, დადგავენ სპექტაკლს, მოირგებენ სცენარისტის, მსახიობის, რეჟისორის როლებს.
სკოლის დასასრულს გაიმართება შემაჯამებელი სპექტაკლი.
სკოლა განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ხელოვნების საზაფხულოსკოლა
5 – 16 ივლისი
ეროვნული სასახლე მოზარდებს იწვევს, ხელოვნების საზაფხულო სკოლაში.
ორი კვირის განმავლობაში, მოზარდები გაეცნობიან ხატვას, ძერწვას, ხელსაქმეს, კინოს, ანიმაციას. ანიმაციური ფილმების მიხედვით შექმნიან ანიმაციურ პერსონაჟებს.
სკოლის დასასრულს გაიმართება ნამუშევრების გამოფენა.
სკოლა განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
საზაფხულო საინჟინრო-სამეცნიერო სკოლა
5-16 ივლისი
ეროვნული სასახლის საინჟინრო-სამეცნიერო სკოლა მოზარდებს იწვევს პროექტირებისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად.
ორი კვირის განმავლობაში, მოზარდები მიიღებენ ცოდნას არქიტექტურის, დიზაინის, მოდელირების, ეკოლოგიის, მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარებისა და ფინანსური განათლების შესახებ. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოზარდები შექმნიან არქიტექტურულ მაკეტებს, გააკეთებენ მაკეტის ბიუჯეტირებას და გამართავენ პრეზენტაციებს.
სკოლა განკუთვნილია 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ტიხრული მინანქრის სკოლა
19 – 25 ივლისი
ტიხრული მინანქრით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ეროვნულ სასახლეში საზაფხულო სკოლა იხსნება, სადაც მოზარდები შეისწავლიან თანამედროვე მიღწევებს ტიხრულ მინანქრში, შეისწავლიან თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს.
სკოლის დასასრულს გაიმართება ნამუშევრების გამოფენა.