7 ივნისს, ეროვნული სასახლის, მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებამ ინტელექტუალური თამაში „ჰექსაგონი” ჩაატარა.
კონკურსში მონაწილეობა ქ. თბილისის სხვადასხვა სკოლის 5-მა გუნდმა მიიღო. გუნდები დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის 6 მოსწავლისაგან.
კონკურსი ჩატარდა 8 რაუნდად. თითოეულ რაუნდში მონაწილე გუნდებს უნდა ეპასუხათ 3 შეკითხვისთვის მათემატიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების ან ფინანსური განათლების სფეროდან.
ინტელექტუალური თამაშში გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - თბილისის კერძო სკოლა ,,არქიმედეს” სკოლის გუნდი ,,აქსიომა”
II ადგილი - თბილისის 72-ე სკოლის გუნდი ,,ლიგმა”
III ადგილი - თბილისის კერძო სკოლა ,,არქიმედეს” სკოლის გუნდი ,,არქიმედე”
ინტელექტუალურ თამაშ „ჰექსაგონ“-ში მონაწილე გუნდებს, კონკურსის დასასრულს, სიგელები გადაეცა.