1 ივნისს, ეროვნულმა სასახლემ ტრადიციულად აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
გამოიფინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები;
არქიტექტურის და ინჟინერიის მიმართულებამ ხის სათამაშოების მასტერკლასი და ავიამოდელირების წრის აღსაზრდელების მიერ გასართობ-შემეცნებით ვორქშოფი წარმოადგინეს.
აუდიო-ვიზუალური მიმართულების გურამ თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის აღსაზრდელების ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართა.
მოეწყო თეატრალური მიმართულების სტუდია ,,არლეკინის” წარმოდგენა.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული სასახლის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული სტუდიები, ბავშვთა კლასიკური და საესტრადო ჟანრის ანსამბლებმა მიიღებს მონაწილეობა.
დღის მანძილზე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა სახეზე მოხატა დამსწრე სტუმრები.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ყველა პატარას ლაღ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!