ეროვნულ სასახლეში ასტრონომიის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ჩატარდა.
საუბრის თემა - „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“.
მენტორები: დავით წიკლაური - Queen Mary-ს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასტრონომიის და მათემატიკის მიმართულებით და გიორგი ჯავახიშვილი - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრაზე განიხილება მზის ზედაპირზე მზეზე მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები და მზიდან წამოსული ნაკადების/ამოფრქვევების დინამიკა; მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენა თანამგზავრებზე, დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე დინამიკურ პროცესებზე, დედამიწაზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ცოცხალსა თუ არაცოცხალ ბუნებაზე და ადამიანებზე.
შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს დამსწრეთა მრავალ საინტერესო კითხვას.
ასტრონომიის საერთაშორისო დღე აღინიშნება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როცა მთვარე თავის ¼ ფაზაში იმყოფება.
პირველად ეს დღე აშშ-ში 1973 წელს აღინიშნა, ამ დღის დაარსების ინიციატორია დუგლას ბერგერი.