„ქანდაკების ფესტივალი - 2023“-ის ფარგლებში ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“ გაიმართა.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა მომავალი მოქანდაკეების შემოქმედებას, მათ წარმოსახვას თუ გააზრებას სხვადასხვა თემებსა და სტილებს
გამოფენაში მონაწილეობა ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი მიმართულების ქანდაკების წრის აღსაზრდელებმა მიიღეს.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრ „მუზა“ - ში ენახა ექსპოზიციები.
ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით, სასკოლო ასაკის 86 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა მონაწილეს სამახსოვრო დიპლომი გადაეცა.
ქანდაკების ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია; ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ფესტივალის მეგობარია მ. ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტი „მუზა“; ფესტივალის პარტნიორია - საქართველოს კულტურის ფონდი; ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.