კონცერტში ანსამბლ „საუნჯესთან“ ერთად მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის გოგონათა ანსამბლი „რტონი“ - ხელმძღვანელი ნანა ცხვარაძე და ანსამბლი „დარიალი“ - დირიჟორი და ხელმძღვანელი გიორგი მკერვალიძე.
1973 წელს, მაშინდელ „პიონერთა სასახლეში“ ქართულ-ხალხურ საკრავთა წრე „საუნჯე“ დაარსდა, რომელსაც 20 წლის განმავლობაში გოგი ნადირაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღეისათვის კი „საუნჯეს“ სათავეში უდგას ლევან ქორიძე, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა დაწყებული საქმე და უკვე მრავალი წელია ასწავლის და ბავშვობიდან საფუძველს უყრის ქართულ ფოლკლორისადმი სიყვარულს