ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი იუბილარია!
დაარსებიდან ხუთი წლის თავზე ახალგაზრდა მუსიკოსები მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიით წარდგნენ.
კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ბაზაზე დაფუძნდა. ორკესტრის იდეა ახალგაზრდა დირიჟორს მირიან ხუხუნაიშვილს და მუსიკოსს მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის. ორკესტრის წევრების შერჩევა ხდება ყოველწლიურად კონკურსის გზით. მუსიკოსების ასაკი განისაზღვრება 14-26 წლამდე.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი.
ორკესტრის დირექტორია კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე.