16-17 ივნისს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლისა და თბილისის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით საჭადრაკო ღონისძიება „ტიგრან პეტროსიანის XVII მემორიალი“ გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიება ფიდეს 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დავით ჯანაზიანი - საქართველოში სომხეთის ელჩის მოადგილე, ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, საზ. მოღვაწე, გაზეთ "ვრასტანის" მთ. რედაქტორი, არაიკ ბაბაჯანიანი - ხელოვანი, ცნობილი კომპოზიტორის არნო ბაბაჯანიანის ვაჟი, გიორგი გიორგაძე - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ მიქაძე - თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ვეკუა - ჭადრაკის მოყვარული და დიდი გულშემატკივარი, რომა მიქაძე - ტიგრან პეტროსიანის ოჯახის წარმომადგენელი, სასახლელი, დ.გურგენიძის ყოფილი მოსწავლე.
ასპარეზობა 3 ასაკობრივ კატეგორიაში 6 ტურნირად გაიმართა, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და მისი საპრიზო ფონდი 3 000 ლარს შეადგენდა.
8 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ანასტასია ხასია (საგარეჯო; მწვრთნელი ელენე ფარეშიშვილი) - 6 ქულა;
II ადგილი - ელისაბედ სიხარულიძე (თბილისი; მწვრთნელი შორენა მოდებაძე) – 5,5 ქულა;
III ადგილი - ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 5 ქულა;
8 წლამდე - ბიჭები:
I ადგილი - ზაზა თედიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი ნანი უნაფქოშვილი) – 6 ქულა;
II ადგილი - გიორგი რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი ხომერიკი)– 5 ქულა;
III ადგილი - კვირიკე აბრამიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით გურგენიძე) – 5 ქულა;
10 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ნატალი ასათიანი (თბილისი; მწვრთნელი მაია ლომინეიშვილი) – 6,5 ქულა;
II ადგილი - დეა ზურაბიშვილი (თბილისი; მწვრთნელი გოჩა თორია) – 5 ქულა;
III ადგილი - ქეთევან ჯალიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ მიქაძე) –5 ქულა;
10 წლამდე - ბიჭები:
I ადგილი - ალექსანდრე პოპოვი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი ბაგატუროვი) – 5,5 ქულა;
II ადგილი - ანდრია ნიკოლიშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 5 ქულა;
III ადგილი - გიორგი კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ირაკლი კილაძე) –5 ქულა.
12 წლამდე გოგონები:
I ადგილი - მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;
II ადგილი - იოანა ჯოჯუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 5,5 ქულა;
III ადგილი - ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი; მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) –5 ქულა;
12 წლამდე - ბიჭები:
I ადგილი - ნიკოლოზ ალშიბაია (თბილისი; მწვრთნელი ნატალია ეძგვერაძე) – 6 ქულა;
II ადგილი - დავით ბერიშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი გოგიჩაიშვილი) – 6 ქულა;
III ადგილი - ანდრია ეგნატაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 5 ქულა.
ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და საჭადრაკო სუვენირებით, ხოლო II და III ადგილებზე - შესაბამისი საჭადრაკო მედლებით და სუვენირებით.
ტიგრან პეტროსიანი - ეროვნული სასახლის აღზრდილი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 16 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი იყო მამაკაცთა შორის.