7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა.
სასახლის დირექტორმა ნინა ყიფიანმა და ქორეოგრაფიული მიმართულების წევრებმა, სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცეს.
შემოწირულებები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
,,ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა.