2 აპრილიდან, ეროვნული სასახლე ფაბლაბ ილიაუნისთან თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს „მეწარმეობისა და სტარტაპ აზროვნების“ ონლაინ კურსს.
დღევანდელ დროში ახალგაზრდების უმრავლესობა ისეთ შესაძლებლობებს ეძებს, რითაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის ან საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს.
სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბება სკოლის ასაკიდან იწყება. მსგავსი სახის განათლება უდიდეს როლს თამაშობს, როგორც მოსწავლის კარიერულ განვითარებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით წარმატებაში.
კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს მეწარმეობის პრინციპები, სტარტაპ და ინოვაციური აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიები. დავინახოთ კავშირები მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს შორის და ხელი შევუწყოთ მათ რეალიზებას.
კურსის ფარგლებში მონაწილე:
● შეისწავლის მეწარმეობისა და სტარტაპ აზროვნების ძირითად პრინციპებსა და ხელსაწყოებს;
● გაეცნობა თანამედროვე ეკოსისტემასა და გამოწვევებს;
● შეძლებს გუნდის ფორმირებას და საკუთარ იდეებზე მუშაობას შემოქმედებითი, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომების საშუალებით;
● მიიღებს ინფორმაციას სფეროს შესახებ და მის პერსპექტივებზე.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის IX-XII კლასის მეწარმეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;
ტრენინგების ჩატარების დრო: შაბათი – 12:00 საათი;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი;
კურსის საფასური: 175 ლარი;
ეროვნული სასახლეში 2020-2021 წელს რეგისტრირებული მოსწავლეები ისარგებლებენ შეღავათებით;
როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.