2-3 ოქტომბერს, ეროვნული სასახლე ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა!
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს. „ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება.
წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა: მემკვიდრეობა და განათლება – სწავლა სიბერემდე!
2 ოქტომბერს, ეროვნული სასახლეში გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე “განათლება, როგორც უფლება” ევროპული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში.
სპიკერი: ლუკა ბიბინეიშვილი, ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სამართლის პედაგოგი.
3 ოქტომბერს კი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ეროვნული სასახლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.