ეროვნულ სასახლესა და თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნულ სასახლესა და თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Mar 18, 2022
18 მარტს, ეროვნულ სასახლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა.
მემორანდუმის მიზანია, „კოლეჯსა“ და „სასახლეს“ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის განხორციელება.
მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობების შეთავაზებას და არაფორმალურ, სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.