პრაღაში EAICY წევრების გენერალური ასამბლეა, პრეზიდიუმისა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა
პრაღაში EAICY წევრების გენერალური ასამბლეა, პრეზიდიუმისა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა
May 18, 2022
17 მაისს, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარდა ბავშვებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციის წევრების გენერალური ასამბლეა, პრეზიდიუმისა და პრეზიდენტის არჩევნები.
საქართველოს სახელით, ეროვნული სასახლის მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი იყო სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის უფროსი, ლევან დვალი, რომელმაც წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. შემდგომი 2 წლის განმავლობაში ორგანიზაციის პრეზიდენტის ოფისი ეროვნულ სასახლეში განთავსდება.
ეროვნული სასახლე 2016 წლიდან ასოციაციის პრეზიდიუმის არჩეული წევრია და აქტიურად თანამშრომლობს საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სფეროს განვითარების კუთხით.
#EAICY - ბავშვებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაცია 1991 წელს პრაღაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც არაფორმალური განათლების ორგანიზაციებსა და ექსპერტებს აერთიანებს. ამჟამად, ასოციაცია 14 ქვეყნის 22 წევრს ითვლის.
დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ EAICY-ის გვერდზე.