აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, აბიტურიენტებისათვის გასაუბრების ფსიქოლოგიური შიშის გადალახვასა და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დეტალების დაზუსტებას.
იმიტირებული გასაუბრება გაიარეს, როგორც სასახლეში რეგისტრირებულმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა.
მათ წარმოადგინეს ნახაზები, ნახატები და მაკეტები მოთხოვნის შესაბამისად და მიიღეს კვალიფიციური მითითებები და რჩევები ეროვნული სასახლის პედაგოგებისგან.