ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალაგზარდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი, 2021 წლის 25 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, გიწვევთ რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე.
პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს და ეძღვნება რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.
კონცერტის პროგრამაშია დმიტრი შოსტაკოვიჩი – კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი – “წერილები მეგობრებს” – ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, დირიჟორი – ანდრეი ბორეიკო, სოლისტები – პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლოს დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტში შეასრულებს თბილისის ახალგზარდული ორკესტრის მუსიკოსი ელმირა აივაზიანი (17 წლის).
აღსანიშნავია, რომ დირიჟორი ანდრეი ბორეიკო 2019 წლიდან ვარშავის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია და სხვადასხვა წლებში იენას, ჰამბურგის, ბერნის, დიუსელდორფის, ვანკუვერის, ბელგიის ნაციონალური და სხვა ორკესტრების მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო.
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაშივილი.