ოთხი დღის განმავლობაში, მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში, როგორიცაა ვიქტორინები, ექსპერიმენტები, ვორქ-შოფები, დაამუშავეს კვლევითი ინოვაციური პროექტები, გამართეს შეხვედრები მოწვეულ სპიკერებთან, ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.
ზაფხულის სკოლაში ჩართული იყვნენ 13-დან 17 წლამდე მოზარდები. სკოლა ძირითადად პრაქტიკულ სწავლებაზე იყო დაფუძნებული, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის და პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარებას.
„სასწავლო-საგანმანათლებლო სამეცნიერო ზაფხულის სკოლის“ მიზანი იყო ახალგაზრდებში მეცნიერების ფუნდამენტური დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი მოტივირება მეცნიერული საკითხების სიღრმისეული შესწავლისა და კვლევა-ძიებით საქმიანობაში ჩართვისთვის.
სასწავლო პროცესი სახალისო მათემატკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ისტორიის, გარემოს დაცვის, სამართლის, ტურიზმის, გეოგრაფიის, ფინანსური განათლებისა და ასტრონომიის მიმართულებებით მიმდინარეობდა.