მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის რეგიონალური ფინალში ეროვნული სასახლის სამი გუნდი მონაწილეობდა
მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის რეგიონალური ფინალში ეროვნული სასახლის სამი გუნდი მონაწილეობდა
Jun 25, 2022
24 ივნის თბილისში მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის #wro2022 რეგიონალური ფინალი გაიმართა.
WRO 2022-ის ფინალში ეროვნული სასახლის გუნდმა „ROBO-ROBO“-მ 8 გუნდს შორის მე-2 ადგილი მოიპოვა. გუნდის წევრები: დაჩი წიქარიშვილი და რატი ხასია, მენტორი, რობოტიკის წრის პედაგოგი დავით ნოზაძე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის სხვა გუნდებიც:
ROBO EV3 - რობოტიკის წრე. გუნდის წვერები: საბა კირთაძე და დანიელ ყენია, მენტორი დავით ნოზაძე. გუნდმა 9 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავა ქულების მიხედვით.
Robo-Lions - თბილისის ამერიკული კუთხის რობოტიკის კლუბი. გუნდის წვერები: მია ქართლელიშვილი, ანდრეა შაორშაძე, გიორგი თავაძე. მენტორი გიგა ებრალიძე. გუნდმა 9 გუნდს შორის მე-6 ადგილი დაიკავა ქულების მიხედვით.
#wro 2022-ის ფინალურ დავალებაში გუნდებს უნდა შეექმნათ რობოტები, რომლებიც გაუმკლავდებოდნენ სათამაშო მოედანზე არსებულ გამოწვევებს. რობოტები უნდა ყოფილიყო სრულად ავტომატიზირებული.
მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა 2004 წლიდან იმართება და თითოეული დავალება დაფუძნებულია მსოფლიოში არსებულ რეალურ პრობლემებზე. მონაწილეებს უწევთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, როგორიცაა გლობალური კლიმატის ცვლილება, მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების შემცირება, დიდი რაოდენობით საკვები ნარჩენების განადგურება და ა.შ.