Tbilisi Piano Fest-ის მესამე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი
Tbilisi Piano Fest-ის მესამე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი
Jun 20, 2022
19 ივნისს, Tbilisi Piano Fest-ის მესამე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა
Tbilisi Piano Fest-ის მესამე საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში ეროვნულ სასახლეში, 9 ივნისიდან -19 ივნისამდე საფესტივალო მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები და ლექციები მიმდინარეობდა.
ათი დღის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივმა პიანისტებმა კონცერტები გამართეს სახელმწიფო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზსა და ეროვნული კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
ფესტივალის ფარგლებში, ორი კონცერტი, ღია ცის ქვეშ ორბელიანის მოედანზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, მორიც გნანის ხელმძღვანელობით დუდანა მაზმანიშვილისა და სიპრიენ კაცრისის სოლისტებთან ერთად გაიმართა.
წლევანდელ სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ვენადან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები: ედიშერ სავიცკი, დათუნა ალადაშვილი, სანდრო გეგეჭკორი და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე, მონაწილეობას იღებს ცნობილი, უკრაინული წარმოშობის პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი/ პროექტის ორგანიზატორი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია.