ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლამ ყოველწლიური საჭადრაკო ღონისძიება „ტიგრან პეტროსიანის XV მემორიალი“ ჩაატარა.
საჭადრაკო ტურნირები 16-17 ივნისს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა და მასში ეროვნული სასახლის, საჭადრაკო სკოლის 81 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
მემორიალი, 6 ასაკობრივ ჯგუფში 5 ტურნირად ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
8 წლიანი გოგონები:
I ადგილი - რეხვიაშვილი მარიამი
II ადგილი - ასათიანი ნატალი
III ადგილი - ზურაბიშვილი მია
8 წლიანი ჭაბუკები:
I ადგილი - ჩართოლანი გიორგი
II ადგილი - ქაჯაია ლუკა
III ადგილი - გოგიჩაიშვილი სანდრო
10-12 წლიანი გოგონები:
I ადგილი - ჭიოკაძე ბარბარე
II ადგილი - ფიფია ანი
III ადგილი - ლომია ლიკა
10 წლიანი ჭაბუკები:
I ადგილი - ჯღარკავა ლუკა
II ადგილი - ძირკვაძე დემეტრე
III ადგილი - გონაშვილი დავითი
12 წლიანი ჭაბუკები:
I ადგილი - კვირიაშვილი ანდრია
II ადგილი - ტაბატაძე ერეკლე
III ადგილი - შანშიაშვილი შოთა
ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და საჭადრაკო სუვენირებით, ხოლო II და III ადგილებზე - შესაბამისი საჭადრაკო მედლებით და სუვენირებით.
ტიგრან პეტროსიანი - ეროვნული სასახლის აღზრდილი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 16 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი იყო მამაკაცთა შორის.
ეროვნული სასახლე მადლობას უხდის საქართველოს და თბილისის ჭადრაკის ფედერაციებს მხარდაჭერისთვის.