ტიხრული მინანქრის მეორე ახალგაზრდული სიმპოზიუმი დასრულდა
ტიხრული მინანქრის მეორე ახალგაზრდული სიმპოზიუმი დასრულდა
Jul 31, 2022
18-31 ივლისს, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის მეორე ახალგაზრდული სიმპოზიუმი გაიმართა, რომლის ძირითად მიზანს, დამწყები ხელოვანებისთვის, მინანქრის შექმნის ტრადიციული მეთოდების შესწავლასთან ერთად, მასალის ახალი ტექნოლოგიური მიდგომების გაცნობა წარმოადგენდა.
სიმპოზიუმის მთავარი თემა იყო „ქართული ანბანი“. იგი ასომთავრული ანბანის ყველა ასო-ნიშნის გამოსახვას და დეკორატიული პანო-სურათების შექმნას გულისხმობდა.
გამოფენა გახსნა და სტუმრებს მიესალმა ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, სახვითი და გამოყენებითი მიმართულების ხელმძღვანელი ტატა ბაქრაძე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგები მიხელ ცალქალამანიძე და არქიტექტურის აკადემიური დოქტორი - მანანა ცალქალამანიძე.
სიმპოზიუმი ეროვნული სასახლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების – საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით გაიმართა.
შექმნილი ნამუშევრები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცა.