1- 2 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ეროვნული სასახლის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლი „მზიური“, მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“, საბალეტო ჯგუფი ,,ანცები“, თბილისის ახალგაზრდული კაპელა, მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის წევრები და ვოკალის სკოლის აღსაზრდელები სოფო ტოროშელიძის ხელმძღვანელობით.