ეროვნულ სასახლეში V საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართება
ეროვნულ სასახლეში V საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართება
Dec 13, 2022
15 დეკემბერს, 11:00 საათზე ეროვნულ სასახლეში V საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, საქართველოს და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია დარგში არსებული გამოწვევების შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუდმივი კონტაქტის ხელშეწყობა.