საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართება
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართება
Dec 14, 2022
16 დეკემბერს,13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით გაიმართება რიგით IX არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი.
ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეცნონ, როგორც დარგის უახლეს ტენდენციებს სასწავლო მიმართულებების მიხედვით, ასევე მეთოდურ სიახლეებს სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის, სახელოვნებო და საგნობრივი მიმართულებების არაფორმალური აქტივობების კუთხით.
საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ტარდება 2014 წლიდან და მასში ტრადიციულად მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაცია. ფორუმი ტარდება ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით.