მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“
მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“
Dec 15, 2022
15 დეკემბერს, ეროვნულ სასახლეში გაიმართა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“.
კონფერენცია წარიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვრის, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის კახაბერ ლაბუჩიძის, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელ ნინო გურგენიძის მონაწილეობით, რომლებმაც არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების, ასევე საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ ეროვნული სასახლის მიერ მოწვეული სპიკერები: re:invent- ის აღმასრულებელი დირექტორი პავლე მგელაძე; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, „ამერიკული სივრცეების“ კოორდინატორი გეგა გაბუნია.
PH International Georgia-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი -ანა გეწაძე;
კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით მიმართა ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ, რომელმაც ისაუბრა არაფორმალური განათლების, როგორც მომავალი თაობებისთვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისა და მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების მნიშვნელობაზე. მან აუდიტორიას ასევე გააცნო ინფორმაცია ეროვნული სასახლის საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით, ეროვნული სასახლის პროექტების და პროგრამების სამსახურის უფროსმა, ლევან დვალმა კი კულტურისა და განათლების ფონდის და სასახლის პროექტების შესახებ ისაუბრა.
წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში, არაფორმალური განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებზე გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა სასახლის პედაგოგებს, და ქვეყნის მასშტაბით არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების და სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხდომების მუშაობაში.