ეროვნული სასახლის სამოქმედო გეგმის, პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია
ეროვნული სასახლის სამოქმედო გეგმის, პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია
Jul 1, 2021
დღეს, ეროვნული სასახლის სამოქმედო გეგმის, პროექტებისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ისაუბრა 2020- 2021 სასწავლო წლის მეორე ნახევარში განხორციელებულ პროექტებზე, მნიშვნელოვან სიახლეებსა და ყველა მიმართულებით მიმდინარე განახლების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით სასწავლო პროცესში დაგეგმილ ცვლილებებზე.
სასახლის დირექტორმა, ასევე ისაუბრა 2022 წელს, ეროვნული სასახლის მიერ დაგეგმილ კულტურულ-საგანმანათლებლო მასშტაბურ პროექტებსა და ფესტივალებზე, სასახლის ისტორიული შენობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
Შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის წამომადგენლები, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის – განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი.