7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა.
სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების წევრებმა, სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. შემოწირულებები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ტრადიციული ალილო დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. მსვლელობაში მრევლი, ბავშვები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.