კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების, პიროვნული განვითარების მიზნების ხელშეწყობა, მიღებული ცოდნის გამყარების, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება, ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებების სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად, სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება, შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის 12-18 წლის მოსწავლეს.
ბოლო წლების განმავლობაში კონფერენციამ მოიცვა კრიტიკული თემების ფართო სპექტრი, მათ შორის: ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“.
წელს კონფერენციის მთავარი თემებია:
• ადამიანი-მიკროკოსმოსი
• ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარებისთვის
კონფერენციის სექციებია:
• ენათმეცნიერება და ლიტერატურა;
• მათემატიკა;
• ისტორია;
• გეოგრაფია;
• ქიმია;
• ბიოლოგია;
• ფიზიკა;
• პროგრამირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;
• ინჟინერია და არქიტექტურა;
• სამოქალაქო განათლება და სამართალი
კონფერენციის თარიღები:
ნაშრომები მიიღება 5 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით;
ნაშრომები შეფასდება 10 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით;
ნაშრომების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 7 აპრილისა
აპელაცია მიიღება 7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით;
აპელაცია განიხილება და შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 24 აპრილს;
გამარჯვებულები გამოვლინებიან და დაჯილდოვდებიან 3 მაისს;
ნაშრომის რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ დებულებას და ბრძანებას