ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი 2021 წელს ჩატარდა. ყოველწლიური სიმპოზიუმის მიზანია მინანქრის ხელოვნებისადმი ახალგაზრდების დაინტერესება, მისი ისტორიისა და ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას.
თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა.
სიმპოზიუმი ეროვნული სასახლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების – საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით გაიმართა.