დამოუკიდებლობა დასაფასებელი და აუცილებელია ამიტომ მისი მნიშვნელობა ყველამ უნდა იცოდეს.ქართველებმა დამოუკიდებლობა სისხლის, ოფლისა და ყველაინირი სისასტიკის ფასად დავიბრუნეთ, ზოგიერთს კი არ ესმის თუ ის რამდენად მნიშვნელოვანია. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ბევრი არ დამდგარა მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე, ბევრს არ განუცდია ის ტკივილი, აღელვება, შიში, რომელიც სხვებმა გადაიტანეს.კიდევ უფრო ბევრს ალბათ ამაზე არც უფიქრია, მაგრამ ნამდვილად აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს დამოუკიდებლობის ფასი, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებაა, თავისუფლება კი ადამიანს აბედნიერებს. ის ადამიანის ღირსებაცაა, რადგან სწორედ ღირსეულმა ადამიანმა იცის თავისუფლების ფასი.
მე-19 საუკუნის ქართველმა მწერლები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნებაში. ამის ნათელი მაგალითია ილია ჭავჭავაძე, რომელიც კალმით ებრძოდა საბჭთა კავშირს. ,,ერეკლემ ხმლით ვერ შეაერთა საქართველო, როგორღა გვინდა კალმით შევაერთოთ?ვწრიპინებთ, ვაცოდვილებთ უბადრუკ კალამს, ვირჯებით,ვჩალიჩობთ... ვითომ ესმის ჩვენი ხმა ერს? ვითომ გვისმენს ხალხი?.. არა ... აი , ხედავთ, მტრის კალამი გვჯობნის, მოსყიდული კალამი!“- ეს ის სიტყვებია, რომლებიც ილიამ, გამწარებულმა, იმედგაცრუებითა და ბრაზით წარმოთქვა.ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დაწერილი სტატია ცენზორმა თითქმის მთლიანად გადაუხაზა, ილიას ჩანაფიქრს მიუხვდა. საქართველო გამყიდველებით იყო სავსე, ათასი გიორგი მუხრანსკი, ათასი ლუკა ისარლიჩი, ცენზორები, რომლებიც უგულოდ, ცივად ხაზავდნენ, შლიდნენ გამოტანილ მთავარ აზრს, ნაწერებსა და სტატიებში ყოველგვარ ეროვნულს სპობდნენ. უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული აზრთა სასაფლაოები... თვალებდათხრილი, მარჯვენაწაჭრილი ნათელი აზრები... ,,ხაზები... წითელი ხაზები... ამოშლილი სიტყვები და წინადადებები, მთელი აბზაცები, წითელი ჯვრები, დიდი წითელი კითხვის ნიშნები... შეუბრალებელ ფანქართან ბრძოლაში დახოცილი სიტყვები და აზრები... ხმაჩამწყდარი ამოძახილები... წითელი ჯვრით გადახაზული, ჩახშობილი გულის ძგერა.“ ესეც ომი იყო... კალამი იარაღის როლს თამაშობდა, გულცივი და ზოგიერთი გამყიდველი ცენზორი კი მტრის როლს მარტივად, სიამაყით ერგებოდა. ეს ყველაფერი კი დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად ხდებოდა. თავისუფლებისა და ბედნიერების დასაბრულებლად, რომელიც ქართველებს წაგვართვეს. სწორედ ესაა დამოუკიდებლობის საზღაური, მის მოსაპოვლებად ან დასაბრუნებლად ყველაფერზე წასვლა, მის გამო რაიმეს გაღებაა. რომ არა თავგანწირული გმირები, ღირსეული მეომრები, ზოგიერთი მწერალი დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ იქნებოდა.
სისხლის, ოფლისა და წვალების ფასად დავიბრუნეთ ნანატრი თავისუფლება. ამიტომ , ნამდვილად საწყენია, როდესაც უამრავ ადამიანს არ ესმის მისი აუცილებლობა. ალბათ, პასუხს ვერ მოვითხოვ, როგორც ბევრი სხვა, რადგან ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, მათი დაბრუნების ბედნიერება არ უგემია, ამას ვერ მიხვდება. ვერ გაიგებს თუ როგორი რთულია იძულებული იყო მუდმივად ისაუბრო სხვის ენაზე, საკუთარ ენას გართმევდნენ, გიკრძალავდნენ ყოფილიყავი რელიგიური. ვერ წარმოიდგენენ იმდროინდელ დაცარიელებულ ეკლესიებს, რომლებშიც მღვდლებსაც კი ვერ ენდობოდნენ. ისინი ვერ ხვდებიან თუ რამდენად მტკივნეული და რთული იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ ძალაგამოცლილ , შიშითა და სტრესით სავსე საქართველოში ცხოვრება. დამოუკიდებლობის მოპოვება დიდ მსხვერპლს მოითხოვს, მისი დაფასება კი კარგად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ.