მეცხრამეტე-მეოცე საუკუნე — პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც თითოეული ქართველის გონებაში მოხდა უაღრესად დიდი გარდატეხა, პერიოდი როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე აღივსოისეთი იდეებით,როგორებიცაა: განათლება, თანასწორობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა. ამ პერიოდში ყველა ქართველმა გაიაზრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, რამდენად ძლიერად სწყურია ქართველს თავისუფლება და როგორ იმსახურებს იგი ბედნიერებას. სწორედ ამ დროს, ყველა ამ ღირებულების ჩამოყალიბებაში, გააზრებასა და ხალხამდე მიტანაში არაერთი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე თუ მწერალი იღებდა მონაწილეობას, თუმცა მათ შორის ცალსახად უდიდესი წვლილი ილია ჭავჭავაძეს, შემდგომში ილია მართლად წოდებულსეკუთვნის, კაცს რომლის იდეები,შეიძლება ითქვას,იმ პერიოდისთვის სრულიად ახალი და იქამდე უცნობი იყო, კაცს რომელმაც თავისინაშრომებითა და აზრებით არამარტო მეცხრამეტე საუკუნის, არამედ საქართველოს მთელი მომავალი ისტორიაც განსაზღვრა.
ილია ჭავჭავაძე მრავალი თვისებით შეგვიძლია გამოვარჩიოთ როგორც დროის საზღვრების გამრღვევი და ,,მომავლის ადამიანი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ, თუმცა ამ თვისებებს შორის ყველაზე მეტად დიდებული და საინტერესო მისი პროგრესულად მოაზროვნე გონებაა. იგი მეცხრამეტე საუკუნეში საუბრობდა ისეთ თანამედროვე, ლიბერალურ იდეებზე, როგორებიცაა ფემინიზმი, კერძო საკუთრება, დემოკრატია და სხვა. ილია მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებას მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა ისეთ ღირებულებებზე რომელთა აღქმა და გააზრება დღესაც ძნელია. იგი აყალიბებდა ქართველის გონებას და მას აღავსებდა იმ ღირებულებებით,რომლითაც უნდა ცხოვრობდეს კიდეც ჭეშმარიტი ქართველი. ნაწარმოებებში: ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,ოთარაანთ ქვრივი”, ,,გლახის ნაამბობი” და ა.შ. კარგადაა გამოკვეთილი მისი პროგრესული იდეები,რომლებიც ზედმეტად დიდი იყო იმისათვის,რომ მხოლოდ ერთ საუკუნეში დაეტოვებინა კვალი.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს გაბრწყინებისადა ზოგადად ბედნიერებისაკენ მისაღწევ გზად, განათლებას მიიჩნევდა. მისი მთავარი იარაღი, ქვეყნის უდიდესი მტრის, რუსული ჩექმის მოსაშორებლად კალამი იყო. სწორედ ამიტომაც ცდილობდა განევრცო წერა-კითხვა ხალხში და ჩაენერგა მათში ის ღირებულებები რომელთათვისაც, ჭეშმარიტად ღირს ებრძოლო შენზე ათასჯერ ძლიერ მტერს. ეს თვისება ქართველებში მუდამ არსებობდა და ილიაც სწორედ წარსულზე დაყრდნობით აყალიბებდა თავისიდეებს. მისივე თქმით, „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“, თუმცა, მრავალჭირნახულიქვეყნის შვილებში ეს დიადი თვისება — თავისუფლებისათვის ბრძოლა, მიძინებული იყო და ილიას მთავარი მიზანიც,ვფიქრობ,სწორედ ამ თვისების გამოცოცხლება იყო, არამარტო მეცხრამეტე საუკუნის, არამედ დღევანდელი ქართველისთვისაც. მისი გარდაცვალებიდან ერთ საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც კი, ყველა ჩვენგანში,კვლავ სიამაყით იღვიძებს თავისუფლებისაკენ სწრაფვის ის დიადი სურვილი რომელსაც ილია თითოეულ თავისსიტყვაში ნათლად აქსოვდა.
ილიას პროგრესულობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი სიტყვები, ,,ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს”, რომლებიც არსით იმეორებს დღევანდელი ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებში პირდაპირ თუ ირიბად მითითებულ ცნებას, რომ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ამერიკის კონსტიტუცია კი ზუსტად იმავესამბობს,რასაც ილია. ამერიკის კონსტიტუციაში, რომელიც დღეს თავისუფლებისა და თანასწორობის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითია, წერია, რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება, რომელსაც ხშირად განმარტავენ შემდეგნაირად: ყველაფერი საბოლოო ჯამში იმისათვის კეთდება,რომ ადამიანი იყოს ბედნიერი.
ზოგადად, ქართველი მუდამ, თავისისიცოცხლის პირველი წამიდან, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვის. იბრძვის ცხოვრებისთვის არსებობის ნაცვლად, იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მონობის ნაცვლად. ილიას ეს კარგად ესმოდა და თითოეულ სიტყვას, არა რომელიმე კონკრეტულ პერიოდში მცხოვრებ ადამიანში, არამედ საქართველოს არსებობის მანძილზე ნებისმიერ დროს მცხოვრებ ქართველში, ამ ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ამბობდა ბრძოლისუნარიანობის,რომლის შენარჩუნებაც ჩვენ, ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვჭირდება, რადგან ასე ძლიერად გვწყურია თავისუფლება. ეს ბრძოლა ყველა პატრიოტი ქართველის პირადი არჩევანია, ამ ბრძოლის გასაგრძელებლად კი ყველა ჩვენგანს სჭირდება ადამიანი,რომლის სიტყვებს დღემდე შესწევს ძალა გააღვივოს თავისუფლების ის ცნება, რომლის ,,შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა”, როგორც თავად ილია ამბობდა. მას ეს ნამდვილად შეეძლო, შეუძლია და მომავალშიც შეძლებს. განა დღემდე მისი ამ დიდებული თვისების გამო არ გვივლის ტანში ჟრუანტელი, როდესაც მის ნაწარმოებებს ვკითხულობთ?!
ილია ჭავჭავაძე იყო ბუნებით მეამბოხე ადამიანი. მარტივად რომ ვთქვათ,მასარ ეშინოდა ელაპარაკა ქალის სიძლიერეზე მაშინ,როდესაც ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება და ხმის ამაღლების საშუალება, გაეკრიტიკებინა თავადაზნაურობა, მათი ცხოვრების მეტად უჩვეულო, უაზრო წესის გამო, ესაუბრა გლეხთა უფლებებზე მაშინ,როდესაც საზოგადოების ეს ფენა ყველაზე მეტად შელახული და დამცირებული იყო, გამოეთქვა აზრი,რომ გლეხის შვილსაც ისევე აქვს უფლება მიიღოს განათლება და იცოდეს წერა-კითხვა, როგორც გაზულუქებული თავადების შვილებს და რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი.
მისი ყველა ეს იდეა იმდენად უჩვეულო იყო მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსთვის, რომ შეიძლება გავიფიქროთ ხალხმა როგორ მიიღო ილია და როგორ არ ჩათვალაიგი შეურაცხადად, მისი ნააზრევი კი უტოპიად,მაგრამ სწორედაც რომ საკუთარიპიროვნების დიდებულების გამო, მან შეძლო იდეები ეფრქვია არა როგორც ამბოხებულს თავისი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, არამედ როგორც მთავარ მტერს, რუსეთისა და რუსული ცენზურის წინააღმდეგ მებრძოლი.
საბოლოოდ, ძალზე მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ილიასთვის არ არსებობდა დრო, როგორც მისი იდეების შემაკავებელი ძალა, ვინაიდან იგი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში საუბრობდა იმაზე, რასაც მრავალი ადამიანი დღემდე იაზრებს. იგი არ უფრთხოდა იმაზე ლაპარაკს, რაც იცოდა რომ ხალხისთვის ძნელად მისაღები იქნებოდა. მას ვერ აკავებდა მტერი, ესაუბრა მას რაც სწორად მიაჩნდა. მისი პიროვნების ასეთი სიდიადის გამო კი, შემიძლია თამამად განვაცხადო,რომ ილია იყო ადამიანი, რომელიც აზროვნებდა ჩარჩოების, პერიოდისა და დროის საზღვრებს მიღმა.