Dec 7, 2022
ოდითგან დღემდე ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს და მხოლოდ ის ანაღვლებს, რომ თვითონ არ ჩავარდეს გასაჭირში და სხვის გაწირვაზეც კი თანახმაა.საუბედუროდ, ასეთი პიროვნებები მრავლადაა და ერთ დიდ ბრბოდ არიან შეკრულნი. გაბოროტებულ საზოგადოებას, რომელიც სხვის გასაჭირს მშვიდად უყურებს და ხმას არ იღებს,ჯანსაღი აზრი და მორალი არ აქვს და დასკვნა ვერ გამოაქვს გარკვეული სიტუაციებიდან , ღუპავს ქვეყანასა და მის მომავალს .როგორც წარმოდგენილი საკითხიდან ჩანს, საზოგადოება რომელიც ერთ არასწორ აზრზეა, ხშირად მონაწილე და დამნაშავეა კონკრეტული ადამიანის უბედურებასა და განადგურებაში.
ზემოთქმულის განსავრცობად მინდა მოვიყვანო მაგალითი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან ,,სარჩობელაზედ“. ეს ისტორიას შემორჩენილი მოთხრობა ხაზს უსვამს ზემოთ მოცემულ საკითხს და გვანახებს ,რომ როგორც დღეს, 21-ე საუკუნეში, ისე იმ დროშიც იყო ბრბო, რომელიც საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობდა და სხვისი უბედურება სანახაობად მიაჩნდა. მოთხრობა ნათლად აღწერს, თუ როგორ გააბოროტა ორი ძმა ხალხის ეგოისტობამ და ზურგშექცევამ . მოთხრობის მთავარი გმირი პეტრე, ერთი შეხედვით, კეთილი და გულუხვი ჩანს, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, მას რომ სცოდნოდა, რომ ბიჭები უსახლკაროები და დაუცველები იყვნენ, ისიც ისე აქცევდა ზურგს, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც თავს აჩვენებდნენ ,რომ გულწრფელად შესტკიოდათ მათზე გული.
მოთხრობის ფინალში სწორედ ის ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა წამოჭრილი, რომელიც შესავალში აღვნიშნე. სახრჩობელაზე ჩამოკიდებულ ბიჭს სეირის მაყურებელი ბრბო და ერთ აზრზე მყოფი ეგოისტი საზოგადოება არ დაეხმარა. ისინი სეირის მაყურებლად იყვნენ მისულნი და გულს უშლიდნენ ერთმანეთს ტყუილი განცდების გაზიარებით. სინამდვილეში კი ასეთ საზოგადოებას გულწრფელი ემოციების გამოხატვა არასდროს შეუძლია .ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არ ეხმარებიან გაჭირვებულს, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ , ერთმანეთს მხარში არ ამოუდგებიან .ისინი ვერასდროს იქნებიან ჯანსაღად მოაზროვნენი. პირველ რიგში, მოქალაქეები და შემდეგ ერთად აღებული მთელი საზოგადოება. მოთხრობაში ავტორი გვიხატავს ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი გულგრილობით დაღუპეს ობოლი ბიჭები,ხელი ააღებინეს სიკეთეზე და იმდენად გააბოროტეს, რომ ერთ-ერთი ძმა სახრჩობელამდე მიიყვანეს. მახათას მთაზე მყოფი საზოგადოება კი თითქოს განიცდის და თანაუგრძნობს სასიკვდილოდ განწირულ ახალგაზრდას, მაგრამ ეს მხოლოდ ფარისევლობაა, სინამდვილეში მათთვის გასართობი სანახაობაა, თორემ რატომ უნდა დაინტერესდე ,როგორ ჩამოახრჩობენ ადამიანს, რატომ უნდა უყურო ასეთ სისასტიკეს. ნამდვილი და ჭეშმარიტი ადამიანები ელემენტარულად პროტესტს მაინც გამოხატავდნენ. მაგრამ ეს ხალხი მხოლოდ ფარისევლური თანაგრძნობით არის დაკავებული და სეირის ცქერის შემდეგ ისე მშვიდად ბრუნდებიან სახლებში, თითქოს არაფერი მომხდარიყო:.,,ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთიკეთილის-მყოფელიკატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი...
საზოგადოებისგან უარყოფილი ადამიანი, ბუნებრივია, რომ სამყაროსა და ადამიანებზე გაბრაზდა,რადგან მისნაირმა ქმნილებებმა იგი განსაცდელისთვის გაიმეტეს.
მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მოთხრობის მთავარი მორალი ადამიანობა და ამ ადამიანებისგან შემდგარი სწორი საზოგადოებაა. ილია ჭავჭავაძეს სურდა, რომ ჩვენთვის დაენახებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი მორალის გამოტანა ამ ამბიდან, ადამიანობა და მასზე დაყრდნობილი შემდგარი, პიროვნებად ქცეული საზოგადოება, მას სურდა, რომ ჩვენ დაგვენახა, თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანს, მის სიტყვასა და ქცევას ,რამხელა როლს ვთამაშობთ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში ,რადგან ადამიანობის გარეშე არაფერი გამოვა, სწორად აზროვნებისა და სიკეთის გარეშე მრავალი მოთხრობის პერსონაჟების მსგავსი ადამიანები დაიჩაგრებიან და არასწორი ცხოვრების გზას დაადგებიან. ეს რომ არ მოხდეს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი და ვიყოთ საზოგადოება და არა ბოროტი ბრბო, რომლის ეგოისტობამაც დაღუპა ჯერ არშემდგარი და ცხოვრებისგან დაჩაგრული ობლები.
ამ პოზიციის მომხრეთა საყურადღებოდ მინდა გავიხსენო მორიგი ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,კაცია ადამიანი?!“ რომლის მთავარი მორალია, რომ იყო ადამიანი და განვლილ ცხოვრებაში დატოვო კვალი ნათელი, რაიმე ღირებული , რომ ამქვეყნად რამეს მაინც დაეტყოს შენი არსებობის კვალი, თუნდაც ერთ პიროვნებას და შემდგომ საზოგადოებას.ილია ჭავჭავაძეს სურდა ჩვენთვის ეჩვენებინა საზოგადოების შეცდომები და მოეტანა სარკე, რომელშიც ყველა ჩვენ- ჩვენ თავს ამოვიცნობდით.,,ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე-თუ გინდ მთქმელი ვიქნები, დააკვირდი,იქნებ გენიშნოს რამე.“
და ბოლოს, მორალი, რომელიც, მწერლის ნაშრომებიდან გამომდინარე, ადამიანმა უნდა გამოიტანოს ,ჩემი აზრით, არა მარტო ქართველ ხალხის პრობლემას გვანახებს არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემას მოიცავს. წამოჭრილია ისეთი თემები, როგორებიცაა ზნეობრივ_მორალური და ჯანსაღ ურთიერთობასა და ჭეშმარიტ ცხოვრებაზე დაფუძნებული მიზანსწრაფვა. ილია ჭავჭავაძე იბრძოდა ,რომ თავისი შემოქმედებით გამოეფხიზლებინა ქართველი ერი და დაენახებინა მათთვის ნათელი გზა კაციდან ადამიანამდე, ბოროტიდან კეთილამდე,პიროვნებებიდან საზოგადოებამდე და გაუნათლებლობიდან განათლებამდე. სარკე, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ერს მოართვა, ნათელი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ისევ ჩვენ შევცვლით და დავინახავთ ჩვენს არასწორ ქმედებებს, ამიტომ მორალი, რომელიც ილიამ ქართველებს შთააგონა თავისი მოთხრობებით, მაგალითია საზოგადოებისთვის, რომელიც კეთილდღეობისაკენ მიისწრაფვჭეის.
დღეს 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიებისა და პროგრესის ერა, ადამიანები განვითარდნენ, მეტი განათლება მიიღეს, თუმცა ამას მოჰყვა ადამიანის სულიერი ცვლილება. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ერი გაუძლებს ყველა გამოცდას და ივლის ილია ჭავჭავაძის მიერ ნაჩვენები გზით.