ბლოგის ავტორი - ლიკო ბუზიაშვილი, რესპონდენტი - ანი ასათიანი
Apr 1, 2024
დიდი თავგადასავლის დასაწყისი
მოგესალმებით, მე ვარ ერთი პატარა მეოცნებე გოგო, რომელიც თავისი სურვილების ასასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
• ეროვნულ სასახლეში 12 წელია დავდივარ და მეც ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ.
• ვარ გოგო, რომელსაც საკუთარი ოცნებების ახდენა წინა პლანზე აქვს დაყენებული.
• ამავდროულად ვარ ნანტის ბანაკის წევრი. გოგონა რომელსაც მომეცა საშუალება, რომ უბედნიერესი დღეები გამეტარებინა ნანტში.
სად არის ნანტი? ქალაქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, პატარა საყვარელი, ლამაზი ქალაქი ნანტში მოგზაურობამ რადიკალურად შემცვალა და დამეხმარა გამეგო თუ რა მინდოდა და როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ცხოვრება. იქ შეძენილი გამოცდილებები მთელი ჩემი ცხოვრება გამყვება თან და დამეხმარება, რომ ძლიერ, დამოუკიდებელ და სრულყოფილ ადამიანად ჩამოვყალიბდე.
რა წარმომედგინა და რა აღმოჩნდა? მეგონა, რომ არ გამომივიდოდა უცხო ხალხთან კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მეშინოდა, რომ ვერ მიგვიღებდნენ და ვერ შეძლებდნენ ჩვენთან შეწყობას.....შევცდი თანაც ძალიან, რადგან მთლიანი გუნდი ძალიან თბილად და მეგობრულად გვექცეოდა და მათ როგორც ოჯახის წევრები ისე მიგვიღეს. ერთმანეთი იყო ის, რაც გვანიჭებდა ბედნიერებას.
რა შემძინა ნანტმა? ნანტმა არამხოლოდ ახალი ადამიანები გამაცნო და დამაახლოვა მათ, არამედ მასწავლა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, შენ შეგიძლია შენი ცხოვრება ასეთი პატარა და მნიშვნელოვანი მოგონებებით გაიხალისო. მახსოვს როცა ავცოცდი პატარა კლდეზე თავი ყველაზე ძლიერი მეგონა, თუნდაც მაშინ, როცა სერფინგზე ვიდექი და მიხსნიდა მენტორი რა როგორ უნდა გამეკეთებინა მიუხედავად ჩემი წუწუნისა ამაყობდა იმით, რომ მე დამოუკიდებლად მისდა დაუხმარებლად შევძელი მისი ტარება და დავუმტკიცე ჩემ თავს, რომ შემიძლია სხვების დაუხმარებლადაც ვაკეთო რაღაცები. როცა ვთქვი, რომ ბანაკი ჩემი თავის პოვნაში დამეხმარა-თქო არ მომიტყუებია. ნანტმა მაპოვნინა საკუთარი მე და მასწავლა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს ჩემს გარშემო, მე ვარ ის ვინც შეძლებს ჩემს დახმარებას და არასოდეს არ უნდა შემეშინდეს, რომ რაიმე დამოუკიდებლად გავაკეთო. მასწავლა, რომ მარცხი გამარჯვებისთვის აუცილებელია და მივხვდი, რომ ნანტი რომ არ ყოფილიყო ვერასოდეს ვერ გავიგებდი, თუ როგორი ძლიერი და მტკიცე ვყოფილვარ.
სამწუხაროდ ვერ შევძელი მესწავლა ფრანგული, მაგრამ გამოგვივიდა და მათ ვასწავლეთ ქართული. ძალიან საყვარლები იყვნენ, როცა ცდილობდნენ „სულიკოს“ სიმღერას და ამავდროულად ენის გასატეხების წარმოთქმას.
არასოდეს არ დამავიწყდება ის შეგრძნება, როცა აეროპორტიდან გამოსულებს ისე გვიცავდნენ და გვეხმარებოდნენ, თითქოს ცნობადები ვყოფილიყავით. მათმა ასეთმა პასუხისმგებლობამ და ყურადღებამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ბანაკში მისულებს გვეხმარებოდნენ დაბინავებაში და როგორც მოვეწყეთ დაიწყეს ბანაკის გაცნობა ჩვენთვის. ყველაფერი ზედმეტად საყვარლობა და კარგი იყო. გარემოც ხელს გვიწყობდა, რომ თავი დაცულად და მშვიდად გვეგრძნო. საჩუქრების დაგვირიგეს და სამახსოვროდ დამრჩება და ყოველ მათ შეხედვაზე გამახსენდება, თუ როგორი კარგი დრო გავატარე ნანტში.
„MERCI POUR TA BELLE ENERGIE, BELLE DENSEUSE-SANDRA”ამ სიტყვებმა რაღაცნაირად გული ამიჩუყა, როცა სანდრამ, ორგანიზატორმა სამახსოვროდ რაგბის ბურთზე ეს წარწერა დამიტოვა. მივხვდი რომ მათ თავი ძალიან შევაყვარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათ გულებში თუ არა, მოგონებებში მაინც ყოველთვის დარჩებიან პატარა ქართველი ბავშვები, რომლებმაც მათ ქართული კულტურა გააცნეს და გააგონეს სიტყვა ქართული.
ნანტი ეს იყო ადგილი, სადაც არა უცხოელი მეგობრები, არამედ ქართველები გავიცანი. დღეს ისინი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებენ ჩემს გულში და ეს ვერასდროს ვეღარ შეიცვლება. 15 ბავშვი და 3 მოზარდი ასეთი შემადგენლობით ვიყავით და დღესაც 18 კაციანი პატარა ოჯახი ვართ. როცა საშუალება გვაქვს ერთმანეთს ყოველთვის ვნახულობთ და ფაქტობრივად წარმოუდგენელია მათ გარეშე ცხოვრება.
დილით ახალგაღვიძებულზე, არაფერი შეედრებოდა ამ ხედს.
უცხოელი ბავშვები და ჩვენ…….. არ უნდა დავივიწყოთ ბავშვების დამოკიდებულება ყველა ძალიან თბილად და მეგობრულად შეგვხვდა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს უცხოელ ბავშვებთან დღესაც მაქვს კავშირი და სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველთვის გვაქვს კონტაქტი.
ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმის, რომ შევძელი ამ ბანაკში წასვლა და ის გამოცდილებები რაც იქ შევიძინე არასოდეს არ დამავიწყდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვიყენებ.
საბოლოოდ რომ შევაჯამო შემიძლია ვთქვა, რომ ნანტმა დაუვიწყარი მოგზაურობა მაჩუქა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმით, რომ მომეცა საშუალება, რომ ამ თავგადასავლის ნაწილი ვყოფილიყავი. არავის არ გვინდოდა წამოსვლა და არასოდეს არ ამოვა ის კადრი ჩემი თვალებიდან, როცა ყველა ერთად ქართველებიც და ფრანგებიც ვტიროდით, რადგან არავის არ გვსურდა ამ მშვენიერი ბანკში გატარებული დღეების და ამ საოცარი, პატარა ზღაპრის დამთავრება.
P.S. სურათებით და სიტყვებით კიდევ ვერ გადმოვცემ იმდენს რამდენის თქმაც შეიძლება ამ ულამაზეს მოგზაურობაზე.
P.S. ბოლოს რამდენიმე სურათს დაგიტოვებთ, რათა დაათვალიეროთ და გაიაზროთ თუ როგორი კარგი დღეები გვაჩუქეთ ბავშვებს.